დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.025.016118 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის
(თანამდებობრივი სარგო - მინისტრის აპარატის უფროსის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსი (თანამდებობრივი სარგო - მინისტრის აპარატის უფროსის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ეკონომიკური, ენერგეტიკული ან იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი (მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება); გ) საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად); ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად); ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები