დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისი საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგადოება PAO „ЕЭС России“-ს შორის „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მხარეებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ“ 2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 434 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 17/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №434
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგადოება PAO „ ЕЭС России“ -ს შორის „ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მხარეებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ“ 2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგადოება PAO „ ЕЭС России“ -ს შორის 2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობის განვითარებისა და მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილური ფუნქციონირების და ელექტროენერგიის დეფიციტის დასაფარავად ღია სააქციო საზოგადოება PAO „ ЕЭС России“ უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან და სომხეთის რესპუბლიკიდან;
ბ) ღია სააქციო საზოგადოება PAO „ ЕЭС России“ ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, სს „ თელასს“ , შპს „ მტკვარი ენერგეტიკასა“ და კავშირ (ასოციაცია) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს შორის 2005 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას;
გ) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი და შპს „ მტკვარი ენერგეტიკა“ 2005 წლის 26 დეკემბრამდე მოახდენენ შპს „ მტკვარი ენერგეტიკის“ მიმართ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის დავალიანების სრულ დაფარვას იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა განახორციელეს ანგარიშსწორება 2005 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით. ფულადი ფორმით ან/და დებიტორული დავალიანების რეგრესის გზით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხრიდან დარიცხული საურავების დაფარვაც;
დ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2005 წლის ბოლომდე:
დ.ა) ელექტროენერგეტიკული სექტორის შესაბამის საწარმოთა შორის გააფორმონ ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის გრძელვადიანი ხელშეკრულებები;
დ.ბ) განიხილონ და შეათანხმონ შპს „ მტკვარი ენერგეტიკის“ მე-10 ენერგობლოკის აღდგენის პირობები;
დ.გ) გამონახონ ორივე ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სუბიექტებს შორის არსებული დავალიანების დაფარვის გზები.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. ჩოგოვაძე) 2005 წლის ბოლომდე:
ა) უზრუნველყოს „ სს „ თელასის“ ყველა აქციათა 75 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ 1998 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისის გამანაწილებელი ქსელებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების სს „ თელასისათვის“ გადაცემა;
ბ) დასახოს სათანადო ღონისძიებები იმ ქონების თაობაზე, რომელიც „ სს „ თელასის“ ყველა აქციათა 75 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ 1998 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულების შემდგომ სხვა პირების მიერ იქნა პრივატიზებული და სს „ თელასს“ უნდა გადასცემოდა;
გ) სს „ საქრუსენერგოს“ საწესდებო კაპიტალთან თითოეული პარტნიორის შესატანის შესაბამისობაში მოყვანისა და ამ მიზნით ძირითადი ფონდების შესაფასებლად, სს „ საქრუსენერგოს“ წესდებით დადგენილი წესით, პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოს დამოუკიდებელი აუდიტორის დამტკიცება მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე.
3. სს „ თელასის“ მიერ ელექტროენერგიის პირდაპირი კონტრაქტით შესყიდვის ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში მოამზადოს და ხელი მოაწეროს „ სს „ თელასის“ ყველა აქციათა 75 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ , „ შპს „ გარდაბანის“ ნასყიდობის“ და „ სს „ ხრამჰესი I“ -ისა და „ ხრამჰესი II“ -ის აქციათა მართვის უფლების შესახებ“ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების პროექტებს.
4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2006 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და ღია სააქციო საზოგადოება „ СО-ЦДУ ЕЭС“ -ს შორის ოპერატიულ-ტექნოლოგიური კავშირის ქართული ნაწილის აღდგენა და მისი შეუფერხებლად მუშაობის კოორდინაცია.
5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) სს „ თელასთან“ ერთად 2005 წლის ბოლომდე უზრუნველყოს კომპაქტურად ჩასახლებული ლტოლვილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მექანიზმის შემუშავება.
6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.
7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები