დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისი შპს „თამ-ველის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილის შპს „თბილავიამშენისათვის“ მართვის უფლებით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 427 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 14/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №427
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „ თამ-ველის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილის შპს „ თბილავიამშენისათვის“ მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის № 1003 განკარგულების, „ სს „ თბილავიამშენის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწესდებო კაპიტალის ყველა აქციის 90 პროცენტის შპს „ თბილავიამშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ თბილავიამშენს“ შორის 2004 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის № 203 ბრძანებულებით დამტკიცებული „ საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“ შესაბამისად:
1. გადაეცეს შპს „ თბილავიამშენს“ მართვის უფლებით, ოცდახუთი წლის ვადით, შპს „ თამ-ველის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილი.
2. შპს „ თამ- ველის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილის შპს „ თბილავიამშენისათვის“ მართვის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს:
ა) სს „ თბილავიამშენის“ საცდელი საწარმოს (აეროდრომის) მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და ფრენის მართვის სისტემების რეაბილიტაცია და მუდმივი ექსპლოატაციისათვის მზადყოფნა;
ბ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციისათვის არანაკლებ ორი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები