ქ. თბილისი ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

  • Word
ქ. თბილისი ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 14/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
418
14/10/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 14/10/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მ ავრობის

განკარგულება 418

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ოზურგეთის,  ჩოხატაურისა  და  ლანჩხუთის  რაიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

მიმდინარე წლის ოქტომბერში ჭარბი ნალექების შედეგად ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონებში უსახ­ლკა­როდ დარჩენილი ოჯახების ფინანსური დახმარების გაწევის მიზ­ნით:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტრომ (ე. ასტემიროვა)  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკა­როდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავ­რო­ბის 2005 წლის 14 აპრილის 121 განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შე­დეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინან­სური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის 190 განკარგულებით და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახ­ლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის 261 განკარგულებით გამოყო­ფილი აუთვისებელი სახსრებიდან გამოუყოს ოზურგეთის რაიონის 12 ოჯახს _ თითოეულს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, სულ 60 000 (სამოცი ათასი) ლარი და ჩოხატაურის რაიონის 7 ოჯახს _ თითოეულს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, სულ 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, ლანჩხუთის რაიონის 4 ოჯახს _ თითოეულს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, სულ 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების მიმდინარეობის კონ­ტრო­ლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონა­ლურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი