ქ. თბილისი ნაპირსამაგრ სამუშაოთა განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

  • Word
ქ. თბილისი ნაპირსამაგრ სამუშაოთა განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 14/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
417
14/10/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 14/10/2005
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისი ნაპირსამაგრ სამუშაოთა განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მ ავრობის

განკარგულება 417

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ნაპირსამაგრ სამუშაოთა განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ქვეყნის მასშტაბით ტექნოგენური პროცესებით გამო­წვე­ული სტიქიის გააქტიურებამ მთელ რიგ რეგიონებში წყალ­დიდობა, მეწყერი და ღვარცოფი წარმოქმნა. გართულე­ბული გეოეკოლოგიური სიტუაციის გამო საჭირო პირვე­ლი რიგისა და პერსპექტიულ სამუშაოთა განსაზღვრის მიზნით:

შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე - საქართველოს  სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდი­­ნა­­ციის საკითხებ­ში, ჯგუფის ხელმძღვანელი

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კან­ცე­­ლა­რიის რეგიონალურ საკით­ხთა დეპარტამენტის უფროსი

ტარიელ ბერიძე -          შპს საქნაპირდაცვის გენერა­ლუ­რი დირექტორი

ნიკოლოზ გილაური - საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრი

გიორგი პაპუაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვი­სა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრი

მიხეილ სვიმონიშვილი - საქართველოს სოფლის მეურ­ნეო­ბის მინისტრი

გეიდარ ფალავანდიშვილი - სს საქწყალპროექტის დირექტორი

ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

2. სამუშაო ჯგუფმა ხუთ დღეში წარმოადგინოს წინადადება მდინარეთა ნაპირდაცვით საინჟინრო სამუშაო­ებთან დაკავშირებული პრევენციული, რეაბილიტაციის და ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოების ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში გაერთიანების შესახებ, რომლის მეშვეობით ინვენტარიზაციის საფუძველზე განისაზღვრება ნაპირდაცვის  გადაუდებელი, პრევენციული, პირველი რიგისა და პერსპექ­ტიულ სამუშაოთა მოცულობა.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი