ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ

  • Word
ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 14/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
416
14/10/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 14/10/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მ ავრობის

განკარგულება 416

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორცი­ელების მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტრო­სათვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი თანდართული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) უზრუნველყოს ჩამოსულ სტუმართა სავიზო პროცედურებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხე-ბის შეუფერხებელი განხორციელება.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) უზრუნველყოს დელეგაციების მიღებისა და გაცილების ღონისძიებათა სათანადოდ განხორციელება.

4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურს (გ. გორგილაძე) უზრუნველყოს დელეგაციის წევრთა საქართველოს აეროპორტში VIP-2 სამთავრობო გასასვლელით სარგებლობა.

5. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

6.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

რემიერ-მინისტრი                                                                     ზ. ნოღაიდელი

დანართი

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ღონისძიებათა ხარჯთა ნუსხა

 

დასახელება

თანხა (ლარობით)

დარბაზის დაქირავება სხდომის გასამართავად

7 500

საზეიმო ვახშამი

10 000

საჩუქრები სტუმრებისათვის

30 000

ტრანსპორტის ხარჯები

10 000

სიმბოლიკისა და ბუკლეტების დამზადება

5 000

გაუთვალისწინებელი ხარჯები

7 500

             სულ ხარჯები:

70 000