ქ. თბილისი კომპანია „TRAMEX INTER NATIONAL INC.“-ის წილის 50 პროცენტის მფლობელი იოანის კარდასაპოლუსის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 09/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
411
09/10/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 09/10/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი კომპანია „TRAMEX INTER NATIONAL INC.“-ის წილის 50 პროცენტის მფლობელი იოანის კარდასაპოლუსის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მ ავრობის

განკარგულება 411

2005 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

კომპანია TRAMEX INTER NATIONAL  INC.-ის წილის 50 პროცენტის მფლობელი  იოანის  კარდასაპოლუსის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის  საერთაშორისო  ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს  წინააღმდეგ  შეტანილ  სარჩელთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენ­ტრში კომპანია TRAMEX INTER NATIONAL  INC.-ის   წილის  50 პრო­ცენ­ტის მფლობელი  იოანის  კარდასაპოლუსის მიერ  საქარ­თვე­ლოს სახელმწიფოს  წინააღმდეგ  შეტანილ  სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლო­ბისა  და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო­ს საქართველოს  მთავრობის  სარეზერვო  ფონდიდან   გამოუყოს 275 000 (ორას სამოცდათხუთმეტი ათასი) ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი თანხა ლარობით საადვოკატო მომსახურებისათვის.

2. ეთხოვოს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორსმა­ჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ნება დართოს საქარ­თველოს იუსტიციის სამინისტროს განახორ­ციელოს საადვო­კატო მომსახურება ერთ პირთან მოლაპარა­კების გზით.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          . ნოღაიდელი