დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017440 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, მუხლი 2071) დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით; “. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ოპერაციული ჩარევებისათვის განსაზღვრული ღირებულებისა, დანართი №2-ის შესაბამისად. ამასთან, მომსახურება ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე;“. გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41, 42 და 43 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „41. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში 1 ივლისის შემდგომ გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების შესახებ არსებული დოკუმენტაცია განსახილველად გადასცეს კომისიას. 42. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულება გააფორმოს იმ კლინიკებთან, რომლებზეც ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში გაცემულია ვაუჩერი. 43. ამავე მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში გაცემული ვაუჩერის გაუქმების საფუძველია.“; დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დანართი №1 ამოღებულ იქნეს. 5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 „კომისიის საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება და ერთეულის ღირებულება
6. დანართი №3 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები