დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „თბილსრესისათვის” საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 499 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 25/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №499
2006 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „ თბილსრესისათვის” საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ
1. 2006 წლის ბოლომდე სს „თბილსრესში“ დამატებითი სარემონტო-სარეაბილიტაციო, კერძოდ: №4 ენერგობლოკის ქვაბაგრეგატის ხურების ზედაპირების შეცვლის, მაზუთის მიწოდების სისტემის აღდგენისა და სს „თბილსრესის“ საერთო-სასადგურო ინფრასტრუქტურის, ქიმიური საამქროსა და ელექტროლიზიორის რეაბილიტაციის სამუშაოთა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკრედიტო რესურსად გამოუყოს 1 300 000 (მილიონ სამასი ათასი) ლარი მისთვის საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან და სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სს „თბილსრესს” სათანადო სასესხო ხელშეკრულება სს „თბილსრესში” განსახორციელებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა დასაფინანსებლად. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წელი, სესხის სარგებლად – წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთი;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ განწერაში.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები