ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ

  • Word
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 18/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
498
18/10/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 18/10/2006
000000000.00(0).000.000000
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №498

2006 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ

1. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის თაობაზე კონსულტაციების დასრულების გათვალისწინებით:

ა) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა (გ. ბარამიძე) სამ თვეში უზრუნველყოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა ერთ თვეში უზრუნველყონ თავიანთი კომპეტენციის მიხედვით ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმასთან დაკავშირებულ წინადადებათა მიწოდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის. ამასთან, ყველა უწყებამ უზრუნველყოს თავიანთ წინადადებათა სრული შესაბამისობა ,,ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის“ დოკუმენტთან;

გ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად უზრუნველყოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი