„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017438
271
22/10/2013
ვებგვერდი, 23/10/2013
470230000.10.003.017438
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №271

2013 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „სამედიცინო საქმიანობის ლი­ცე­­­ნ­ზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის  გაცემის წესისა და პირობების  შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე­ლ­ოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილებაში  (სსმ, 2010 წ.,  №168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცე­ბუ­ლი:

1. დანართი N1-ის (სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წე­სი­სა და პირობების შესახებ დებულება) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამო­ყა­ლი­­ბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მაძიებე­ლი/ლი­ცე­ნ­ზ­ი­­ის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთ­ხ­ო­­­ვნებს (დანართი №12) და უზრუნველყოფდეს სასწრაფო სამე­დი­ცი­ნო და­ხ­მარების სამსახურის უწყვეტ ფუნქციონირებას, რაც გულისხმობს მო­მ­სა­ხუ­რების შეუფერხებელ მიწოდებას ამ დადგენილებით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი პირობების დაცვით.”.

2. დანართს №12 (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8.

გამოძახების შესრულების უზრუნველყოფა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სა­­მსახურში სამედიცინო ერთეული შე­­­მთხ­ვევის მომსახურება იწყება პა­ც­ი­­­­ე­ნტის გადაუდებელი სამედი­ცი­ნო დახმარების საჭიროებასთან და­კა­ვ­შ­ი­­­­­რებით გამოძახების მიღების­თა­­ნა­ვე.

შენიშვნა: სასწრაფო სამედიცინო და­ხ­მა­რების მიწოდებასთან დაკავშირე­ბუ­ლი სხვა მოთხოვნები განისაზღვ­რება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობი­სა და სოციალური დაცვის მი­ნის­ტ­რის ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი