დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის №324 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 488 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 18/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №488
2006 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის №324 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის №324 განკარგულების №1 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქუთაისის ბიუჯეტს გამოეყოს 5 465 000 (ხუთი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) 1 973 000 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაცამეტი ათასი) ლარი გზებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: მჭედლიძის ქუჩა, როძევიჩის ქუჩა, ირაკლი აბაშიძის ქუჩის გაგრძელება, გაპონოვის ქუჩა, ნიკეას II შესახვევი, სოლომონ I-ის ქუჩა, გამარჯვების ქუჩა, ჯანელიძის ქუჩის საკანალიზაციო სისტემა;
ბ) 512 000 (ხუთას თორმეტი ათასი) ლარი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: კიბულის ქუჩაზე წყლის ამტანი მილის კაპიტალური შეკეთება, წერეთლის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე წყლის მილის შეცვლა;
გ) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი გაზმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: ავტოქარხნის სამხრეთი დასახლება, თაბუკაშვილის დასახლება, ლესელიძის ქუჩის დასახლება;
დ) 990 000 (ცხრაას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი ფასადების კაპიტალური შეკეთებისათვის, კერძოდ: ავტოქარხნის დასახლება, ახალგაზრდობის გამზირი;
ე) 760 000 (შვიდას სამოცი ათასი) ლარი მრავალპროფილიანი სახლების გადახურვისათვის;
ვ) 385 000 (სამას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: შანიძის აღმართი, განათლების I შესახვევი, ტყიბულის ქუჩა, ბაგრატის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა;
ზ) 345 000 (სამას ორმოცდახუთი ათასი) ლარი ღვარსადენის შეკეთებისათვის, კერძოდ: ბარნოვისა და შანიძის ქუჩები, ავტოქარხნის დასახლება, წერეთლის ქუჩის მე-8 ჩიხი და სინაურის (კვიცარიძისა და გვანცელაძის ქუჩის II შესახვევი) ქუჩა.”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები