გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
387
15/08/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 15/08/2006
000000000.00(0).000.000000
გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 387

2006 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია სათანადო სახსრები გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში სკოლების, ადმინისტრაციული შენობების, კომუნიკაციების, აეროდრომის და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის. ხეობის მძიმე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სამუშაოთა დროულად შესასრულებ­ლად:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (მ. აკიშბაია) უზრუნველყოს რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს, რომ გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს გამოუყოს ტყეკაფი აჟარის სატყეო მეურნეობიდან ლიკვიდური მერქნის დასამზადებლად აუქციონის გარეშე.

 

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი