„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 11/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
379
11/08/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 11/08/2006
000000000.00(0).000.000000
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №379

2006 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის  №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში და №5 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლაგოდეხის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 047 000 (ერთი მილიონ ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) 1 027 042 (ერთი მილიონ ოცდაშვიდი ათას ორმოცდაორი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) ჭიაურის ტყის რეაბილიტაცია;

ა.ბ) ქ. ლაგოდეხის გარე განათების აღდგენა;

ა.გ) ქ. ლაგოდეხში სპორტული მოედნის მშენებლობა;

ა.დ) სოფელ ცოდნისკარის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია;

ა.ე) ქ. ლაგოდეხის გაზმომარაგების აღსადგენად გაზგამ­ტარი მილის რეაბილიტაცია;

ა.ვ) ქ. ლაგოდეხის №1 საშუალო სკოლის კაპიტალური შეკეთება;

ბ) 19 958 (ცხრამეტი ათას ცხრაას ორმოცდათვრამეტი) ლარი გამოიყოს:

ბ.ა) სოფელ აფენის ხიდის რეაბილიტაციისათვის;

ბ.ბ) ქ. ლაგოდეხის №1 საშუალო სკოლის კაპიტალური რემონტის საპროექტო სამუშაოთა თანხის გაზრდისათვის;

ბ.გ) სოფელ ცოდნისკარის სპორტკომპლექსის რეაბილი­ტაციის საპროექტო სამუშაოთა შესრულებისათვის; ”.

 

პრემიერ-მინისტრი                                            ზ. ნოღაიდელი