დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 378 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 11/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №378
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ქონების მიღება და კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვა უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები