„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივა¬ტიზა¬ციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობა¬თა ფილიალ „სამგორის“ (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბი¬ლი¬სის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“ (ბოჭორმის ქ. №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის ქ. №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 584
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
584
12/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
000000000.00(0).000.000000
„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივა¬ტიზა¬ციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობა¬თა ფილიალ „სამგორის“ (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბი¬ლი¬სის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“ (ბოჭორმის ქ. №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის ქ. №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 584

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივა­ტიზა­ციო პროგრამის ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობა­თა ფილიალ სამგორის (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბი­ლი­სის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ ისნის (ბოჭორმის ქ. 14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს მართვეს (ცოტნე დადიანის ქ. 134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

1. სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხ­ლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს დევი­ლაქსის წინადადება და შპს დევილაქსს პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ სამგორის (ვარკეთილის III მას. II მ/რ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01/19/39/17/004; შენობა – 2629 კვ.მ; მიწის ფართობი – 6372 კვ.მ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზა­დების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ ისნის (ბოჭორმის ქ. 14; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01/17/13/42/9; შენობა – 1300 კვ.მ; მიწის ფართობი – 1339 კვ. მ) და სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს მართვეს (ცოტნე დადიანის ქუჩა 134; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01/12/12/20/04; მიწის ფართობი – 16994 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) არსებული უძრავი ქონება 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარად.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ინვესტორისათვის გადასაცემი ქონება, მდებარე ვარკეთილის III მას. II მ/რ-სა და ბოჭორმის ქ. 14-ში, ხდება მისი საკუთრება და ინვესტორს აქვს უფლება გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;

ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე ცოტნე დადიანის ქ. 134-ში, ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვეს­ტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია 1 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავ­ლობაში;

გ) ინვესტორმა ამ პუნქტის ქვეპუნქტში მოცემული საინვესტიციო ობიექტის აღჭურვა და 1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორ­ციე­ლოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;

დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგა­დაცილებულ დღეზე ჯარიმად დაეკისრება 600 (ექვსასი) აშშ დოლარი;

ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელ­შეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;

ვ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორ­მებლად ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრუ­ლების უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5% ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გა­რან­ტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყი­დობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განი­საზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;

თ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს 2 დანართის შე­სა­ბამისად სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლო­ბაში მისაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონე­მენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;

ი) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდე­ბულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

კ) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთ­ხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეს­რულების შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს დევილაქისათვის” ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორ­ტის სახეობათა ფილიალ სამგორის (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ ისნის (ბოჭორმის ქ. 14) და სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს მართვეს (ცოტნე დადიანის ქ. 134) არსებული უძრავი ქონე­ბის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

 პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი