„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში აკ. წერეთლის გამზ. №95ა-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
583
12/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
000000000.00(0).000.000000
„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში აკ. წერეთლის გამზ. №95ა-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 583

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის ფარგლებში აკ. წერეთლის გამზ. 95ა-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

1. სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართვე­ლი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ დინამოს წინადადება და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს მას აკ. წერეთლის გამზ. 95ა-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01/13/06/03/014) (შენობა – 9 458 კვ. მ, მიწის ფართობი – 6 099 კვ. მ) არსებული უძრავი ქონება 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარად.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გა­და­ცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) აკ. წერეთლის გამზ. 95ა-ში მდებარე საინვესტიციო ობიექტი ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით,  იგი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბი­ლიტაცია 1 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორ­ტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავლობაში;

ბ) ინვესტორმა ამ პუნქტის ქვეპუნქტში მოცემული საინ­ვესტიციო ობიექტების აღჭურვა და 1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორცი­ელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;

გ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 600 (ექვსასი) აშშ დოლარის ოდენობით;

დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში  ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;

ე) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულე­ბის უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული სბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვეს­ტიციის მოცულობის 5 პროცენტს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღ­ვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;

ზ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მო­სახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლი­ური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი 2 დანართის მიხედვით;

თ) ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ქ. თბილისის მერიას წარუდგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

ი) ინვესტორი ვალდებულია მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს ქ. თბილისის მერიას ანგარიში გა­ფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრუ-ლების შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადა­წყვეტილება საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ დინამოსათვის ქ. თბილისის მერიის მძლეოსნობის მანეჟის – აკ. წერეთლის გამზ. 95ა-ში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი