,,ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №396 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ზოგიერთი აუცილებელი ღონისძიების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 11/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
486
11/10/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 11/10/2006
000000000.00(0).000.000000
,,ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №396 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ზოგიერთი აუცილებელი ღონისძიების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №486

 2006 წლის 11 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №396 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ზოგიერთი აუცილებელი ღონისძიების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სს თელასს, შპს მტკვარი-ენერგეტიკასა და კავშირ (ასოციაცია) ,,საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს შორის გასაფორმებელი მათი 2005 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების დამატებითი შეთანხმება (შემდგომში – დამატებითი შეთანხმება).

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ დამატებითი შეთანხმების გაფორმება და მისი დებულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.

3. ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შემდეგ სს თელასის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი დარჩენილი თანხის – 13 545 202,12 (ცამეტი მილიონ ხუთას ორმოცდახუთი ათას ორას ორი ლარი და 12 თეთრი) ლარის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,თელასს შორის გაფორმდეს სასესხო ხელშეკრულება შემდეგი ძირითადი პირობებით:

ა) სესხის სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს 0.25 პროცენტის ოდენობით;

ბ) სესხის თანხა დაიფაროს 2007 წლის 1 აგვისტომდე.

4. ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №396 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სს ,,თელასის სასესხო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 55 500 000 (ორმოცდათხუთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც გამომდინარეობს 2005 წლის 23 სექტემბრის №127.12.09-8296, 2005 წლის 23 დეკემბრის №198.23.12-8296 და 2006 წლის 22 იანვრის №07.07.01-8296 სასესხო ხელშეკრულებებიდან, ნაწილობრივ გაიქვითოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ტარიფსა და სს ,,თელასის” მიერ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი კონტრაქტებით შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ტარიფს შორის სხვაობის შედეგად 2005 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სს ,,თელასს, შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკასა და კავშირ (ასოციაცია) ,,საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს” შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილ ფულად ვალდებულებაში, რომელიც შეადგენს 41 954 797,88 (ორმოცდაერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათოთხმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და 88 თეთრი) ლარს”.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი