დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. თბილისში, გედევანიშვილის ქ. №29-ში მდებარე 45,9 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 70 კვ.მ მიწის ფართობის ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 360 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 28/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №360
2006 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისში, გედევანიშვილის ქ. № 29-ში მდებარე 45,9 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 70 კვ.მ მიწის ფართობის ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ქ. თბილისში, გედევანიშვილის ქ. №29-ში მდებარე 45,9 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 70 კვ.მ მიწის ფართობის, როგორც დამატებითი ქონების, ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №1-1/677 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები