შპს „ხიდმშენი-99“-ის, შპს „საქართველოს სამხედრო გზის“, შპს „ხულოს საგზაო სამმართველოს“, შპს „გზამშენი-24“-ისა და სს „გზის მშენებელი №11“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
შპს „ხიდმშენი-99“-ის, შპს „საქართველოს სამხედრო გზის“, შპს „ხულოს საგზაო სამმართველოს“, შპს „გზამშენი-24“-ისა და სს „გზის მშენებელი №11“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 570
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 10/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
570
10/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 10/10/2007
000000000.00(0).000.000000
შპს „ხიდმშენი-99“-ის, შპს „საქართველოს სამხედრო გზის“, შპს „ხულოს საგზაო სამმართველოს“, შპს „გზამშენი-24“-ისა და სს „გზის მშენებელი №11“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 570

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს ხიდმშენი-99 -ის, შპს საქართველოს სამხედრო გზის , შპს ხულოს საგზაო სამმართველოს , შპს გზამშენი-24 -ისა და სს გზის მშენებელი 11 -ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გა­ცემის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე:

1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამ პუნქტით გან­სა­ზღვრული პირებისათვის გაცემული არა აქვს სა­სა­რ­გებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აღნიშნული სამუშაოე­ბისათვის გათვალისწინებულ ტერიტორი­ებზე,  სა­სა­რ­გებლო წიაღისეულის მოპოვებისას ლიცენზიი­საგან  3 თვის ვადით გათავისუფლდნენ:

ა) შპს ხიდმშენი-99 (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ქვის ლოდი – 1900 მ3, რიყის ქვა – 18000 მ3, ქვიშა-ხრეშოვანი მასალა – 5000 მ3) – სოფ. გლოლასა და სოფ. უწერასთან მდ. ჭანჭახისა და მდ. რიონის კალაპოტიდან;

ბ) შპს საქართველოს სამხედრო გზა (სასარგებლო წია­ღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაო­დენობა: ქვის ლოდი – 4000 მ3, ქვიშა-ხრეშოვანი მასალა – 5000 მ3) – სოფ. გველეთთან, მდ. ჩხერისა და მდ. თერგის  შესართავის ხეობიდან;

გ) შპს გზამშენი-24 (სასარგებლო წიაღისეულის მოპო­ვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ქვიშა-ხრე­შოვანი მასალა – 20 000 მ3) – სოფ. ტყვიავთან მდ. პატარა ლი­ახ­ვის კალაპოტიდან;

დ) შპს ხულოს საგზაო სამმართველო (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რა­ოდენობა: 1500 მ3 გრუნტის დამუშავება ბულდოზერით,  რიყის ქვა – 1200 მ3, 700 მ3 გრუნტის დამუშავება ექსკავატორით) – სოფ. განახლებასა და სოფ. გორას შორის არსებული მდ. სუფსის ჭალიდან;

ე) სს გზის მშენებელი 11 (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ბუნე­ბრივი ქვიშა-ღორღის მასალა – 6500 მ3) – სოფ. აბრამეთთან.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართ­ვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პირველი პუნქ­ტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად განკარგუ­ლე­ბის ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეუთანხმოს იმ ტერიტორიების X და Y კოორდინატები, სა­დაც პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები გეგმავენ სა­სარ­გებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების განხორ­ციელებას.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლე­ბა აქვთ  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება განახორციელონ მხო­ლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შესაბამისი ტერიტორიების X და Y კოორდინატების შეთანხმების შემდეგ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი