ენერგოსისტემის საიმედო ფუნქციონირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ენერგოსისტემის საიმედო ფუნქციონირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 28/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
359
28/07/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 28/07/2006
000000000.00(0).000.000000
ენერგოსისტემის საიმედო ფუნქციონირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №359

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

ენერგოსისტემის საიმედო ფუნქციონირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის შენარჩუნე­ბისა და 2006-2007 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზების „იმერეთისა” და „კავკასი­ონის” მოსამზადებელ სარეაბილიტაციო სამუშაოთა შეუფერ­ხებლად განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებების საფუძ­ველზე უზრუნველყოს ენერგეტიკის სექტორის სუბსიდირებისათვის საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი საერთო ასიგნებებიდან 310 000 (სამას ათი ათასი) ლარის გამოყოფა და მისი მიმართვა საკრედიტო რესურსად 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზების „იმერეთისა” და „კავკასიონის” სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინან­სებლად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგეტიკის სამინის­ტროს მონაწილეობით საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესის შესაბამისად გააფორმოს ხელშეკრულება სს „საქრუს­ენერგოსთან” 310 000 (სამას ათი ათასი) ლარის მიზნობრივი საბიუჯეტო სესხის გამოყოფის თაობაზე. კრედიტი გამოიყოს ორი წლის ვადით, წლიური 7-პროცენ­ტიანი განაკვეთით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგე­ტიკის სამინისტრომ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი