დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის №485 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 568 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 10/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №568
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „ სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის № 485 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „ სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის № 485 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. კეზერაშვილი) უზრუნველყოს:
ა) 2007 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის რეორგანიზაცია;
ბ) 2007 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შეირაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სამობილიზაციო განყოფილებათა, რეზერვის ოფიცრების, რიგითების შემადგენლობისა და აღრიცხვიანობის არსებული მოქმედი და საარქივო დოკუმენტაციის გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურებისათვის.“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები