საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016115
150
22/10/2013
ვებგვერდი, 22/10/2013
010340000.22.025.016115
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №150

2013 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე



დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის არანაკლებ  2 წლიანი  და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება);

გ) ენერგეტიკის სფეროში იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების) მომზადების გამოცდილება;

დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, აგრეთვე მათი სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებით მუშაობის  გამოცდილება;

ე) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება;

ვ) იურიდიული ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“);

ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის  ცოდნა კარგად;

თ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“, „საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის“,  „დამოუკიდებელი  ეროვნული მარეგულირებელი  ორგანოების შესახებ“  საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა  გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, `საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებისა და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების ცოდნა.