დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 20/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №354
2006 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს ჩასწორებული და განახლებული ხელშეკრულება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასთან „საქართველოსთვის საგრანტო პროგრამის შექმნის შესახებ”.
2. „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები