თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 10/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
565
10/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 10/10/2007
000000000.00(0).000.000000
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 565

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ

1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე არსებულ გეოლოგიურად რთულ მონაკვეთზე მეწყრული მოვლენების გააქტიურების შედეგად მიწის ვაკისის მუდმივი ჯდენისა და ავტოტრანსპორტის შეზღუდული რეჟიმით მოძრაობის გამო საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენ­ტმა (რ. დალაქიშვილი):

ა) მიმდინარე წლის ბოლომდე უზრუნველყოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე მიწის ვაკისის აღდგენისა და მისი მდგომარეობის გაუმჯობე­სების დროებით ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) გადაუდებელი აუცილებ­ლობიდან გამომდინარე სამუ­შაოთა დაჩქა­რების, დეტალური დაპროექტების მომსა­ხურებისა და შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვა განა­ხორციელოს ერთიან კომპლექსში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვე­პუნქტის საფუძველზე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი