ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი აირით შეუფერხებელი მომარაგების დამატებითი ღონისძიების შესახებ

  • Word
ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი აირით შეუფერხებელი მომარაგების დამატებითი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 24/02/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
16
24/02/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 24/02/2005
000000000.00(0).000.000000
ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი აირით შეუფერხებელი მომარაგების დამატებითი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 16

2005 წლის 24 თებერვალი

. თბილისი

ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი აირით შეუფერხებელი მომარაგების დამატებითი ღონისძიების შესახებ

,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგის რაიონის გაზმომარაგებაში შეფერხების თავიდან ასაცილებლად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას გამოუყოს 800 (რვაასი) ათასი ლარი ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მიერ 2005 წლის იანვარში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩე აშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთში გ. ხაჩიძემ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი