„2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 ოქტომბრის №548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 10/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
563
10/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 10/10/2007
000000000.00(0).000.000000
„2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 ოქტომბრის №548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 563

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 ოქტომბრის 548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. 2007/08 წლის ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 ოქტომბრის 548 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. 2007/08 წლის ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავ­შირებით ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით ერთ კომლზე გასაცემი სათბობი შეშის რაოდენობა განსაზღვროს ადგილობრივი მოსახლის მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით, გეოგრაფიული ადგილ­მდე­ბარეობის გათვალისწინებით. კერძოდ, დაბალი ზონის მოსახ­ლეო­ბისთვის არა უმეტეს 7 მ3, მაღალი ზონის მოსახლე­ობი­სათ­ვის – არა უმეტეს 12 მ3; განსაკუთრებულ კლიმატურ პირო­ბებში მუდმივად მცხოვრები კომლებისათვის სათბობი შეშის გაცემა დასაშვებია 20 მ3-მდე..

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი