ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის დადგენის შესახებ

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47/2013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016114
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
47/2013
22/10/2013
ვებგვერდი, 23/10/2013
010240020.15.008.016114
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/10/2013 - 03/04/2014)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №47/2013

2013 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის დადგენის შესახებ

  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
უმისამართო ამომრჩევლებისათვის შექმნილ საარჩევნო უბნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება. შესაბამისად, ამ უბნის ამომრჩეველთათვის არ შედგება გადასატანი საარჩევნო ყუთის სია და ამ უბნებში არ ტარდება პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან გადასატანი ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენი წილისყრის პროცედურები.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე