დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი ზოგიერთი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 19/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №12
2005 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი ზოგიერთი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვაზე თანხმობის მიცემის შესახებ
,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ.ხუროშვილს, რომ გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები:
ა) ,,თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე” (პარლამენტში წარდგენის თარიღია 01.03.04);
ბ) ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 14.05.04);
გ) ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ“ და ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 12.06.04.).
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები