დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისში, წურწუმიას ქ. №14-ში მდებარე შენობის 383,39 კვ.მ ფართობისა (№82 საბავშვო ბაღი) და მასზე დამაგრებული 2641 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 19/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №349
2006 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისში, წურწუმიას ქ. №14- ში მდებარე შენობის 383,39 კვ. მ ფართობისა (#82 საბავშვო ბაღი) და მასზე დამაგრებული 2641 კვ. მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ~ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ქ. თბილისში, წურწუმიას ქ. №14-ში მდებარე შენობის 383,39 კვ.მ ფართობისა (№82 საბავშვო ბაღი) და მასზე დამაგრებული 2641 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ ” (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 14 ივლისის №1-1/604 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები