პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

  • Word
პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 14/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
343
14/07/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 14/07/2006
000000000.00(0).000.000000
პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 343

2006 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. პატარა ლიახვის ხეობაში არსებული მძიმე ეკონო­მიკური მდგომარეობისა და სპეციფიკური ვითარების გამო მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებუ­ლების ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით მიმდინარე წლის ივნის-დეკემბერში ანაზღაურდეს პატარა ლიახვის ხეობის მო­სახლეობის მიერ ყოველ აბონენტზე თვეში არა უმეტეს 120 კვტსთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგ­ნებათა ფარგლებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომ­პანიის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნ­ველყოს მასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხის დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი