დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა დამთავრებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 341 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 12/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №341
2006 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
„ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა დამთავრებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონის პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გაუმჯობესებისა და დამატებითი სიმძლავრეების საექსპლუატაციოდ გადაცემის დაჩქარების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებით მოწონებული მემორანდუმის ვალდებულებათა განხორციელებისათვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებათა საფუძველზე უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სექტორის სუბსიდირებისათვის გან-საზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში „ხრამჰესი-2”-ის რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად დამატებით 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარის გამოყოფა, მისი მიმართვა საკრედიტო რესურსად; და გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება სსიპ „ენერგოგენერაციასთან” ზემოაღნიშნული განკარ-გულებით მოწონებული მემორანდუმის პირობების შესაბამისად.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს, რომ სსიპ „ენერგოგენერაციამ” გერმანულ ფირმა სს „სიმენსთან” გაფორმებული დამატებითი კონტრაქტის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურზე რეაბილიტაციის გაშვება-გამართვისა და შეფმონტაჟის სამუშაოთა შესასრულებლად მოიწვიოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები „ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა უმოკლეს ვადაში დასამთავრებლად და ექსპლუატაციაში გასაშვებად.
3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ შესრულდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №339 და 2006 წლის 15 თებერვლის №70 განკარგულებებით გათვალისწინებული დავალება „ხრამი-2”-ის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად ასიგნებებისა და კრედიტების გამოყოფის თაობაზე და „ხრამი-2”-ის 55 მვტ სიმძლავრის №1 ჰიდროაგრეგატი ღია გამანაწილებელი ქვესადგურის №1 ტრანსფორმატორი 2006 წლის აპრილიდან შევიდა ექსპლუატაციაში. ამჟამად მიმდინარეობს №2 ჰიდროაგრეგატისა და გამანაწილებელი ქვესადგური №2 ტრანსფორმატორის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები