„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
544
26/09/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007
000000000.00(0).000.000000
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 544

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის 499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვ­რები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 14 სექტემბრის 499 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში   რეგისტრი­რებულ ოჯახებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომა­რეობის მაჩვენებელი შეადგენს ან ნაკლებია 100.000 ქულაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –  სოცი­ალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სო­ცი­­ალური  სუბსიდიების სააგენტო) 2007 წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე, აგრეთვე 2008 წლის 15 ოქტომ­ბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, ყოველ კალენ­დარულ თვეში აუნაზღაუროს  700 კუბ. მ ბუნებრივი აირის სა­ფა­სური. ამასთან, ოქტომბრისა და მაისის თვეებში ანაზ­ღაურდება 350 კუბ. მ ბუნებრივი აირის საფასური.”;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქარ­თველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან  სსიპ – სოციალური სუბსი­დიების სააგენტოსათვის გადასაცემად გამოყოს 580 000 (ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარი 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემ­ბრამდე საჭირო ხარჯების დასაფარავად.”;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (ლ. ფერაძე):

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია  სოცი­­ალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომა­რეობის მაჩვენებელი არის ან ნაკლებია 100.000 ქულაზე;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის 145 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინცი­პების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ვადების ანალოგიურად; ამასთან, 2007 წლის 15 ოქტომბრიდან ბუნებრივი აირის საფასური აუნაზ­ღაუროს იმ ოჯახებს, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 ივლისამდე;

გ) განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის გაცემა უზრუნ­ველყოს ოჯახის იმ წევრზე, რომელზეც გაიცემა სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი რომელიმე სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარება ან იმ წევრზე, რომელიც მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელია. ;

დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები­სათვის ბუნებრივი აირის ყოველთვიური ანაზღაურების გაცე­მისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურე­ბის, საქონლის ან/და სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.”;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა (ტ. ხულელიძე) ფულადი კომპენსაციის გაცემის მთელი პერიოდის განმავლობაში, გადა­რიცხვამდე 5 კალენდარული დღით ადრე სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიაწოდოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახების დამოწმებული სია. .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    ზ. ნოღაიდელი