დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 540 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №540
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:
1. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიეცეს თანხმობა „ ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების არა უმეტეს 1 კალენდარული წლით დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე.
2. ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვის პერიოდში „ ძველი ბათუმის“ ტერიტორიაზე მშენებლობა, რეკონსტრუქცია და დემონტაჟი განხორციელდეს მხოლოდ ამ პერიოდისათვის დადგენილი ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერის დასაბუთებული წერილობითი წინადადების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი დროებითი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს – განაშენიანების რეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები