დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 04/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №332
2006 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში და № 9 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 9
მცხეთა-მთიანეთის მხარეში განსახორციელებელი
პროექტები
თანხა სულ – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი
მცხეთის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 203 382 (ორას სამი ათას სამას ოთხმოცდაორი) ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად;
დუშეთის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 208 707 (ორას რვა ათას შვიდას შვიდი) ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად;
თიანეთის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 87 500 (ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად;
ყაზბეგის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 112 911 (ას თორმეტი ათას ცხრაას თერთმეტი) ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად;
ახალგორის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 87 500 (ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად.”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები