ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
536
26/09/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 536

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქარ­თველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით სა­ქართვე­ლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სა­თვის გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ზუგდიდის მუნიციპალი­ტე­ტის გამგეობას გამოუყოს 3 187 000 (სამი მილიონ ას ოთ­ხმოცდაშვიდი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) ყინულის მოედნის მშენებლობა;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის ფა­სა­დის შემინვა;

გ) ზუგდიდის ცენტრალური სატელევიზიო-რადიოლოკა­ციური ანძის შეღებვა და განათება.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოთა უმოკლეს დროში შესრულებისათვის ზუგდი­დის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ცი­ელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრა­ცი­ულ­-ტერიტო­რი­ულ ერთეულებში (ზუგდიდის, აბაშის, მარტვი­ლის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენ­ჯიხის, ხობის მუნი­ციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი) ზ. გორო­ზი­­ას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი