ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დაცვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

  • Word
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დაცვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
534
26/09/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007
000000000.00(0).000.000000
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დაცვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №534

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დაცვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერი­ტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებულ შემთხვე­ვებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ (დ. სანაკოევი) გასწიოს ხარჯები „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი გატარებისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი             ზ. ნოღაიდელი