თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 21/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
530
19/09/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 21/09/2007
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №530

2007 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის” გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიას გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი ქ. ქუთაისის ცენტრალური ნაწილის ინფრასტრუქტურის რეაბილი­ტაციისათვის.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად ქალაქ ქუთაისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორცი­ელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ა. ბობოხიძეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ქუთაისის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი