„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 30/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
263
30/05/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 30/05/2007
000000000.00(0).000.000000
„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 263

2007 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით და დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით (საბიუჯეტო კოდი 26 21) გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება სს პროკრედიტ ბანკს;

ბ) საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განსაზღვროს ხუთი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სესხის სარგებლად – წლიური ორპროცენტიანი განაკვეთი;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული, აგრეთვე მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის საკოორდინაციო, საინფორმაციო, მარკეტინგული, ტრენინგებისა და სხვა უზრუნველმყოფელი ღონისძიებების დაფინანსების საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი