დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 254 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 24/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №254
2007 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. „განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების შემუშავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის №424 განკარგულების შესასრულებლად ბახმაროსა და ურეკის სარეკრეაციო ზონების მიწათსარგებლობის გენერალური გეგ-მების, სარეკრეაციო ზონების ფარგლებში განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების საზღვრების პროექტების, განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების საკადასტრო რუკების, ამ ზონების განაშენიანების რეგულირების გეგმების, აგრეთვე შაორის წყალსაცავის ირგვლივ ინფრასტრუქტურის ობიექტების (წყალმომარაგების, წყალარინების, ელექტრომომარაგების, ნაგავსაყრელის, წრიული გზისა და ესტაკადის) პროექტების შედგენის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოუყოს 1 175 000 (ერთი მილიონ ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები