კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კასპის სელექციური სატყეო მეურნეობის ქსნის სანერგე უბნიდან 5.0 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ურწყავი სახნავი მიწის ფართობისა და 3.0 ჰა სოფლის მეურნეობისათვის გამოუყენებელი მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 241
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 23/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
241
23/05/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 23/05/2007
000000000.00(0).000.000000
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კასპის სელექციური სატყეო მეურნეობის ქსნის სანერგე უბნიდან 5.0 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ურწყავი სახნავი მიწის ფართობისა და 3.0 ჰა სოფლის მეურნეობისათვის გამოუყენებელი მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №241

2007 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კასპის სელექციური სატყეო მეურნეობის ქსნის სანერგე უბნიდან 5.0 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ურწყავი სახნავი მიწის ფართობისა და 3.0 ჰა სოფლის მეურნეობისათვის გამოუყენებელი მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს კასპის რაიონის გამგეობის წინადადება (კასპის რაიონის გამგეობის 2006 წლის 17 აპრილის №18 დადგენილება), საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმი №12) და კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კასპის სელექციური სატყეო მეურნეობის ქსნის სანერგე უბნის (კვარტალი №14, უბანი №4, 5, 6) 5,0 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ურწყავი სახნავი მიწის ფართობი და 3 ჰა სოფლის მეურნეობისათვის გამოუყენებელი მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან და ჩაირიცხოს სახელმწიფო საკუთრების მიწის ფონდში ასფალტის ქარხნის მშენებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ მიწის ფართობებს შეუცვალოს მიზნობრივი დანიშნულება მათი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით განკარგვისათვის.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) მიიღოს გადაწყვეტილება განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ფართობების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის თაობაზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი