ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 23/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
238
23/05/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 23/05/2007
000000000.00(0).000.000000
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 238

2007 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

1. 2008 წლის 18–21 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას კომისია შემდე­გი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველის პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე        – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

გელა ბეჟუაშვილი      – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

რუსუდან კლიმიაშვილი       – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს გიორგი წერეთელს – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და­ცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს.

3. კომისიამ უზრუნველყოს შესაბამის ორგანიზაციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება ჯანდაცვის მსო­ფ­ლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის საქართველოში ჩასატარებლად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი­ნისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყონ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატა­რების  ხარჯე­ბის გათვალისწინება საქართვე­ლოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამი­ნისტროსთვის განსაზღ­ვრულ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი