დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და LAW OFFICE OF PAIGE E. REFFE შორის ხელშეკრულების დადებისა და მასთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 19/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №235
2007 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და LAW OFFICE OF PAIGE E. REFFE შორის ხელშეკრულების დადებისა და მასთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და Law office of paige E. Reffe შორის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების პროექტი.
2. „საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მაისის №324 ბრძანებულების შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზ. ნოღაიდელს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ Law office of paige E. Reffe-სთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) მომსახურების გაწევის შესახებ Law office of paige E. Reffe-სთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით უზრუნველყოს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის 305 000 (სამას ხუთი ათასი) დოლარის ეკვივალენტი თანხის გამოყოფა ეროვნული ვალუტით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები