დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის გამოყენებით ჩინეთისადმი საქართველოს ვალის დაფარვის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №319
2006 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის გამოყენებით ჩინეთისადმი საქართველოს ვალის დაფარვის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის გამოყენებით ჩინეთისადმი საქართველოს მთავრობის ვალის დაფარვის თაობაზე.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის გამოყენებით ჩინეთისადმი საქართველოს ვალის დაფარვის შესახებ შეთანხმების წერილების გაცვლის გზით დადებისა და ამ შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები