სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 16/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
232
16/05/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 16/05/2007
000000000.00(0).000.000000
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №232

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღის მუნიციპა­ლიტეტის გამგეობას გამოუყოს 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა სრუ­ლად განხორციელებისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად რეაბილიტაციის სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დრო­ში განხორციელების უზრუნველსაყოფად სიღნა­ღის მუნი­ცი­პალიტეტის გამგეობამ შესიდვა განახორციელოს ერთ პირ­თან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ; კონტროლი შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს გ. ნაცვლიშვილს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფ­ლის­წყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები).

პრემიერ-მინისტრი                    ზ. ნოღაიდელი