კომპანია „Sierra OIL Enterprises AG”-ის მიერ ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
კომპანია „Sierra OIL Enterprises AG”-ის მიერ ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
315
30/06/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2006
000000000.00(0).000.000000
კომპანია „Sierra OIL Enterprises AG”-ის მიერ ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 315

2006 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

კომპანია „Sierra OIL Enterprises AG”-ის მიერ . როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ინტე­რე­სე­ბის მაქსიმალურად დაცვის მიზნით:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კომპანია Sierra Oill Enterprises AG”-მა ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი 1997 წელს სს „თბილსრესსა” და Sierra Oill Enterprises AG”-ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძვლზე საქარ­თველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია Sierra Oil Enterprises AG”-ს შორის 2001 წლის 23 თებერვალს და 2003 წლის 12 მარტს გაფორმებული მოლაპარაკების ოქმებით ნაკისრ ვალ­დებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით.

2. ცნობად იქნეს მიღებული ბელგიის სამეფოში ნიდერლანდის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქარ­თველოს საელჩოს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის მიწოდებული ინფორმაცია (წერილის ნომერი ო GEO1/939) ნიდერლანდის სამეფოს კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული ჰოლანდიის ტერიტორიაზე არალიცენზირებული ადვოკატების სასამართლო პროცესზე დასწრების შეზღუდვისა და საქართველოს ინტერესების დაცვის შეუძლებლობის შესახებ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეძლე­ბისდაგვარად მოკლე ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამი­ნისტროს მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე სათა­ნადო თანხის გამოყოფა საადვოკატო მომსახურების შესასყიდად.

4. ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში დანიშნულ პრო­ცესზე სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით ეთხოვოს სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს”, რომ ნება დართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (გ. ქავთარაძე) „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად უზრუნველყოს საამისოდ უფლებამოსილი ადვოკატის დაქირავება და მასთან ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე სათანადო ხელშეკრუ­ლების გაფორმება.

5. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (ნ. გილაური) აღნიშნულ დავასთან დაკავშირებული მასალები გა­დას­ცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომპანია Sierra Oil Enterprises AG”-ის მიერ ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ” სა­ქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 21 ივნისის №317 განკარ­გულება.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                            ზ. ნოღაიდელი