დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 16/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №231
2007 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ ბაზალეთის ტურისტულ ცენტრს დიდი მიშვნელობა ენიჭება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამჟამად მისი მშენებლობა დამთავრების სტადიაშია, ამასთან, ბაგისჭალიდან დუშეთის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, დღის წესრიგში დადგა ბაგისჭალა-დუშეთის საავტომობილო გზიდან ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსამდე მისასვლელი 1,2 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის აუცილებლობის საკითხი. იმის გამო, რომ აღნიშნული გზა არ შედის საერთო სარგებლობის გზების ქსელში, მისი რეაბილიტაციის მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2007 წლის ივლისამდე უზრუნველყოს აღნიშნული გზის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულება.
2. სამუშაოს მოკლე ვადაში დასრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. სამუშაო დაფინანსდეს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
4. სამუშაოს დასრულების შემდგომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განიხილოს ბაზალეთის კომპლექსთან მისასვლელი გზის საერთო სარგელობის გზების ქსელში ჩართვის შესაძლებლობის საკითხი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები