სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის დახმარების სახით გამოყოფილი სასუქიდან დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ

  • Word
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის დახმარების სახით გამოყოფილი სასუქიდან დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 314
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
314
30/06/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2006
000000000.00(0).000.000000
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის დახმარების სახით გამოყოფილი სასუქიდან დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 314

2006 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის დახმარების სახით გამოყოფილი სასუქიდან დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის მინერალური სასუქით დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 თებერვლის 76 განკარგულების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისყიდა 18339.445 ტონა ამონიუმის გვარჯილა. მინერალური სასუქის რაოდენობა განისაზღვრა ადმინისტაციულ-ტერიტორი­ულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების მიერ წარმოდგენილი კომლების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული განკარგულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ გაუნაწილებელი დარჩა 61.075 კგ სასუქი. კერძოდ: გარდაბანში – 19550 კგ, მარნეულში – 7600 კგ, ხობში – 19500 კგ, ადიგენში – 14425 კგ.

აღნიშნული მინერალური სასუქის შემდგომი გამოყენების მიზნით:

1. გაუნაწილებელი სასუქი გადაეცეთ გარდაბნის, მარნე­ულის, ხობის, ადიგენის რაიონების ხელმოკლე, მარტოხელა და ნაკლებშემოსავლიან კომლებს 25 კგ-ის ოდენობით.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                    ზ. ნოღაიდელი