დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 16/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №269
2006 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში და №6 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს” და „ტ” ქვეპუნქტები:
„ს) ფოთის ქუჩის სავალი ნაწილის კაპიტალურად შეკეთება (მიწისქვეშა კომუნიკაციებით);
ტ) ზ. საკანდელიძისა და სინაურის ქუჩების, წერეთლისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების მეორე შესახვევების მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების (მაგისტრალური წყალსადენის, კანალიზაციის) შეკეთების სამუშაოთა შესრულება.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები