„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 07/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
476
07/10/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 07/10/2006
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №476

2006 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესა­ხებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომი­სიის შექმნის შესახებ;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კა­ნონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომი­სია შემდეგი შემადგენლობით:

 

ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კო­მისიის თავმჯდომარე

ზურაბ ადეიშვილი

საქართველოს გენერალური პროკუ­რორი

ალექსი ალექსიშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე

საქართველოს პრეზიდენტის ადმი­ნის­ტრაციის უფროსი

კახა ბენდუქიძე

საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ივანე მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე

საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრი

ლადო ჭიპაშვილი

საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ზვიად ხარებავა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი.”;

 

გ) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. კომისიამ:

ა) ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეფორმის გან­ხორ­ციელებას;

ბ) განიხილოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცი­ალური დაცვის რეფორმის ღონისძიებათა განხორციე­ლების მიზანშეწონილობის საკითხი..

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი